arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
გალაკტიონის გარეშე
გალაკტიონის გარეშე
ISBN:
978-9941-312-40-3
კატეგორია:
ჩანაწერები, კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
496
ფორმატი:
15X21
ყდა:
რბილი
ფასი:
16.95


ყიდვა

ვახტანგ ჯავახაძემ ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იღვაწა წიგნის სასახლეში – გამომცემლობაში, სადაც გაიარა ყველა თანამდებობა – რიგითი რედაქტორობიდან დირექტორობამდე. მას სხვადასხვა დროს საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გასული საუკუნის რამდენიმე თაობის გამოჩენილ პოეტებთან, პროზაიკოსებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებთან, წიგნის გრაფიკოსებთან, ცენზორებთან, მწერალთა მემკვიდრეებთან, სტამბებისა და წიგნით ვაჭრობის მუშაკებთან...

ვახტანგ ჯავახაძე ათეული წლების განმავლობაში ქართული პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა წერილებს, მოგონებებს, ჩანაწერებს და საუბრებს. ამჯერად პოეტმაა შეკრიბა ეს პუბლიკაციები და მოამზადა გამოსაცემად – რომანივით საკითხავ ერთი კაცის თავგადასავლად.

წიგნში, გარდა ძვირფასი ადამიანური და შემოქმედებითი ეპიზოდებისა, გაეცნობით საბჭოთა რეჟიმის დროინდელ საგამომცემლო სიძნელეებს, ცენზურასთან ფრთხილ და დაძაბულ ურთიერთობას ცეკასა და მოსკოვში, სადაც არცთუ იშვიათად უსიამოვნო საუბრები იმართებოდა.

გაეცნობით ოთხმოცდარვა წელს გადაცილებული მწერლის შემოქმედებით ინტერესებსაც...

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად