arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
პოლიტიკა და დემოკრატია
პოლიტიკა და დემოკრატია
ISBN:
978-9941-494-13-0
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა, ახალი თარგმანები
გვერდები:
400
ფორმატი:
16X23.5
ყდა:
რბილი
ფასი:
14.50


ყიდვა
ამ წიგნში გაერთიანებული პუბლიკაციები თანამედროვე პოლიტიკური აზრისა და დებატების ძალიან მცირე, მაგრამ მეტად ფასეული და განუყოფელი ნაწილია. ჰაბერმასის, ჰანტინგტონის, ფუკუიამას, ბერლინის თუ სხვათა ნააზრევის გაცნობისა და მათი ნაშრომების წაკითხვის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკურ დისკუსიაში ორიენტირება, გზის გაკვლევა. ამასთანავე, წიგნი მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, თავად გაეცნოს მსოფლიოს ამ წამყვან მოაზროვნეთა შეხედულებებს დემოკრატიზაციის, გლობალიზაციის, ფემინიზმის, პოლიტიკური განვითარების, პოლიტიკური სისტემების თუ ომისა და კონფლიქტის შესახებ. ამით, ცხადია, თავს აარიდებენ ხშირად დამახინჯებულ, ზოგჯერ კი ანტიდემოკრატიული პროპაგანდის მეშვეობით განზრახ მანიპულირებულ ინტერპრეტაციებს.
 
ჩვენს ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში საქართველო ვერ იქნება იზოლირებული და, ჩემი ღრმა რწმენით, არც უნდა ესწრაფოდეს ამას. სულაც პირიქით: ჩვენი განვითარება და გაძლიერება მხოლოდ მდიდარ მსოფლიო გამოცდილებას, მის მუდმივ გაზიარებასა და ქართულ გარემოსთან შესაბამის გააზრებას უნდა ეფუძნებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკური განათლებისა და განვითარების შესახებ: იმისათვის, რომ დავძლიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შეძლეს ეს სხვებმა.
 
ეს წიგნი იმითაც არის შეუდარებლად ფასეული, რომ სტატიები ქართულად თარგმნეს ჩვენმა წამყვანმა პოლიტიკის მეცნიერ-სპეციალისტებმა. შედეგად, ხშირად რთული კონცეფციები თუ ტერმინოლოგია ნათლად, ადეკვატურად
და გასაგებად არის გადმოცემული ქართულ ენაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მჯერა, „პოლიტიკისა და დემოკრატიის“ ეს ახალი გამოცემა ერთდროულად იქნება როგორც სასარგებლო, ისე კარგი საკითხავი. (ლევან ცუცქირიძე)
 
თარგმნეს ქეთევან კიკნაველიძემ, ირაკლი ქობალიამ და ლევან ცუცქირიძემ