arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მშრალი თევზის წონასწორობა
მშრალი თევზის წონასწორობა
ISBN:
978-9941-31-367-7
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


გიორგი ჩუთლაშვილის „მშრალი თევზის წონასწორობა“ აღსარებითია, ამიტომაც მას გულდასმით და გულისხმიერად მოსმენა სჭირდება იმისათვის, რომ მეტაფორებიდან მშრალი არ გამოვიდეთ და წონასწორობაც დავკარგოთ, რაკი სხვანაირად პოეზიის [გან] კითხვა არ გამოდის. ერთ მეტაფორაში ორჯერ ვერ შეხვალ, მით უმეტეს ისეთ მეტაფორაში, რომელსაც ყელის გამოჭრაც კი შეუძლია, მაგრამ პოეტი ახერხებს დაუძვრეს გამოცდილ გამოთქმათა სიმძიმეს და ერთი და იგივე მეტაფორა სხვადასხვა სიღრმიდან დაინახოს. კრებულის სათაურში გაელვებულ მხატვრულ სახეს ტექსტებშიც არაერთხელ შეხვდებით სხვადასხვა კონტექსტში. ეს სახე კი (თევზი), გარდა ბიბლიური ალუზიისა, გამოუთქმელის სიმბოლოცაა. და ეს გამოუთქმელობა, ან უფრო სწორად, გამოუთქმელის წინაშე შიში არის ის ტოპოსი, სადაც რეალური პოეზია იქმნება. და ეს კრებული არის სწორედ ასეთი სივრცე. – პაატა შამუგია

ავტორის წიგნები
ვრცლად