arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
ISBN:
978-9941-31-416-2
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა, საყმაწვილო ლიტერატურა
გვერდები:
400
ფორმატი:
14x20,5
ყდა:
რბილი
ფასი:
17.95


ყიდვა
„ახალ მიწაზე აღმოჩენისთანავე ლილე იროელს ბესანჯი აირჩევს – ძაღლი, რომელიც მისი თანამგზავრი და მცველი ხდება. ის მოგზაურობს აბარდაგანის ქალაქებში, გაიცნობს კვამლის წამკითხველებს, სველ­თვალებიანი ნიღბების ოსტატებს, მგლისთავიანებს, შერისხულებს. მისი გამოჩენა ბევრისთვის გადარჩენის იმედია, თუმცა ყველაზე ბოროტი ნასარის გამოცდები არ არის მარტივი ჩასაბარებელი.
 
მათ, ვისაც უყვარს ფენტეზი და კითხულობს ამ ჟანრის ლიტერატურას, შეიძლება ჩემსავით ბევრი რამ ნაცნობი აღმოჩნდეს, მაგალითად უძლეველი არმიის გამოთლა ხისგან. ომდურმანში ტარუტოს მერქნისგან ისეთ ჯარისკაცებს თლიან, რომელსაც ვერც ხმალმა უნდა დააკლოს რამე, ვერც ცეცხლმა შთანთქას და არც წყალში ჩაიძირონ. ხისგან არ გამოუთლიათ „ბეჭდების მბრძანებელში ორკები", თუმცა ჩემთვის ეს ეპიზოდი ტოლკინისა და ნატო დავითაშვილის ლიტერატურული დიალოგი იყო.
 
ამ წიგნის სათაური ჩემთვის მთავარი აღმოჩენა იყო. საკვირველია, მაგრამ ბავშვობიდან მჯერა, რომ არსებობენ და ვოცნებობ, ფრთოსანი ლომები ვნახო. ეს სურვილი უძველესი ცივილიზაციის, ბაბილონის სიყვარულმა გამიჩინა, სადაც იშთრის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი იყო. მისი ნაწილები ახლა ბერლინშია, პერგამონის მუზეუმში დაცული, იქვეა კომპლექსის ფრაგმენტი, რომელზეც ფრთოსანი ლომებია გამოსახული. ვფიქრობ, ასეთი ზღაპრული არაფერი არსებობს. იქნებ ეს იყო ნატო დავითაშვილის შთაგონებაც, მათზე დაეწერა.
 
წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავს, ისეთი შთამბეჭდავია, რომ ყოფის მარწუხებიდან სრულიად შეუძლია გაგათავისუფლოს და თავისთან გაცხოვროს. გაცხოვროს იმ გმირებთან ერთად, რომლებსაც ისევ შეუძლიათ ერთგულება, მეგობრობა, თავდადება, თავგანწირვა ერთმანეთისათვის“, – მარიამო ჯანელიძე.

ავტორის წიგნები
ვრცლად