arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
პუტინის რუსეთი
პუტინის რუსეთი
ISBN:
978-9941-31-437-7
კატეგორია:
აკრძალული წიგნების თარო
გვერდები:
428
ფორმატი:
14.5X20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
29.95


ყიდვა

უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. ის უშიშრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. მან  ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, უფრო მოგვიანებით კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა; იმ ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა.

 
ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი „პუტინის რუსეთში“ მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს,  ნამდვილი ისტორიების მაგალითზე, ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღირს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები, როგორ იბადება და იკვებება  სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში.
 
ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ის წიგნის გამოცემიდან ორ წელიწადში, რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 2014 წელს მისი მკვლელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს, თუმცა, „ვერ მოხერხდა“ შემკვეთის პოვნა.
 
„პუტინის რუსეთი“ ითარგმნა და გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთსა და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. რუსეთში წიგნად არასდროს გამოცემულა.
 

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ


ავტორის წიგნები
ვრცლად