arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
წვიმების სეზონი
წვიმების სეზონი
ISBN:
9789941314629
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
232
ფორმატი:
13x20
ყდა:
მაგარი
ფასი:
14.95


ყიდვა
თემო ჭახნაკიას კრებული „წვიმების სეზონი“ ფორმათა და განწყობათა მონაცვლეობით შექმნილი პოეტური ანიმაციის შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც მთავარი ფონი პირველქმნილი ბუნებაა, ნატურალური გარემო, სოფლის ლანდშაფტი. სწორედ ამ ფონზე, ამ პასტორალურ კამერტონში იშლება სივრცეები რომანტიკული და სამოქალაქო ლირიკისათვის. ეს ფონია პოეტისა და ცხოვრება/წარმოსახვის კონფლიქტის ინსპირაციაც და ერთგვარი სამშვიდობო გამოსავალიც. 
 
სიყვარულის, თანალმობის, მარტოობის ნატიფ ანარეკლებთან ერთად, ამ კრებულში მძაფრი და კრიტიკული ხმაც გაისმის – პოეტის მუდმივი პროტესტისა და სამოქალაქო პოზიციის დეკლარირების. მრავალფეროვანია ვერსიფიკაციული სივრცეც – კონვენციურ ლექსებს ვერლიბრი, რობაის – სონეტი ენაცვლება; ზოგჯერ მარტოსულობით ტკბება ავტორი, ზოგჯერ პუბლიკას ისაკლისებს. ეს ლირიკული და დრამატული შთაბეჭდილებები კი სამყაროს აღქმისა და გამოხატვის იმ განწყობილებებს მოგვაგონებს, წვიმების სეზონს რომ ახლავს. პოეზიაც ხომ ამგვარ სიხშირეებზე იბადება.
ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად