arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
შეხვედრა Toresa Mossy-სთან
13/01/2017
13 იანვარს, 20:00 საათზე, წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა ტორესა მოსისთან შეხვედრას უმასპინძლებს.
 
შეხვედრაზე ახალგაზრდა მწერალი ახალი რომანის – იყო – შესახებ ისაუბრებს.
 
ავტორი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და მოქმედება კვლავ პატარა ქალაქ თელავში ვითარდება.
 
წიგნში დრამას ძველი მითების სამყარო, დეტექტივი და თრილერი ენაცვლება. რეაქციონერული გაზეთი „ალაზნის სიო“ ანონიმი ავტორით „ღვარძლიანი ელიკო“, „ნემცების“ ოჯახი ელექტრონული მუსიკის წვეულებებით და „მენაპირე ბერების საძმო“ ერთ სივრცეში იყრის თავს და როცა წარსული აწმყოს გადაეჯაჭვება, იქ სადაც განსხვავებული იდეები დომინანტობისთვის იბრძვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მართლაც, ყველაფერი მოხდება, რაც შეიძლება, რომ მოხდეს და ისიც, რაც რთულად წარმოსადგენია.
 
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად