arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
გიორგი შონია / ჰანს პრომველი – „ფაბრიკაცია“ – წარდგინება
24/01/2017
24 იანვარს, 17:30 საათზე, ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გაიმართება გიორგი შონიას/ჰანს პრომველის პოეტური კრებულის ფაბრიკაციის წარდგინება.
 
„არ მიყვარს რჩევების მიცემა. გზის დალოცვასაც ყოველთვის ვერიდები. მიმაჩნია, რომ ამის უფლება არ მაქვს. ტერმინ „ახალგაზრდა შემოქმედსაც“ ვერ ვიტან. ამიტომაც მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ.
 
გიორგი შონია ძალიან საინტერესო ავტორია. მომწონს, როგორ შეულამაზებლად, გულწრფელად, ხშირად ხისტადაც შევყავართ საკუთარ სამყაროში. მისი ხმა ნამდვილია და არა დაყენებული. პოეტისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია – სამყარო დამოუკიდებლად შეიგრძნოს, გვაჩვენოს ისეთი, როგორსაც მხოლოდ ის ხედავს, ყავარჯენი გადააგდოს და თამამად იმოძრაოს დროსა თუ სივრცეში, დაცემის არ შეეშინდეს, არც გზის გაგრძელების...
 
მანძილს მხოლოდ ლექსები ფარავენ“, – გაგა ნახუცრიშვილი.
 
 
„ჰანს პრომველი პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ქართულ სივრცეში და ჩემს სადესკტოპო (შდრ. სამაგიდო) პოეტად იქცა.
 
მისი პოეტიკა, როგორც არაერთი ამერიკელი პოეტისა, უიტმენის, კორსოსა და კერუაკის ესთეტიკის გავლით ყალიბდება. მაგრამ არც ესაა ზუსტი შეფასება: პრომველი იმდენად თვითმყოფადია, რომ ის უკვე საკუთარ თავსაც კი არ ჰგავს. 
 
გარეუბნული გეტოებისა და ცენტრალურუბნური გლამურის კოიტუსით ავტორი სტილთა შერევის საინტერესო მოდელს გვთავაზობს, ხოლო სასაუბრო ენის სტილიზაციით პროლეტარული ელიტიზმის განცდას გვიქმნის. სულაც არ მინდოდა, პოლიტიკური საფანელით დამეტვირთა პრომველის პოეზია, მაგრამ სერ ჰანსი ჰედონისტი პოეტია, ტკბობათა და სიამოვნებათა მომღერალია; სიამოვნება კი, მოგეხსენებათ, ყველაზე სერიოზული პოლიტიკაა“, – პაატა შამუგია.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
 

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად