arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ზაალ სამადაშვილის – „კალამს მიდევნებით დაწერილი“ – წარდგინება
24/01/2017
24 იანვარს, 20:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება ზაალ სამადაშვილის ახალი წიგნის – კალამს მიდევნებით დაწერილი – წარდგინება.
 
 
„ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით გაიღვიძეს ცნობიერებაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებულმა, მის კუთხე-კუნჭულებში ცხოვრებიდან და წიგნებიდან გადმობარგებულმა ფილოსოფოსებმა, სასულიერო პირებმა, პოლიტიკოსებმა, მეომრებმა და მეც ავმოძრავდი. ამას სხვები გუმანს, ალღოს უწოდებენ და სწორად გადადგმულ ნაბიჯებს მათ კარნახს მიაწერენ, მე კი ხსენებულ პერსონაჟებს ვუმადლი რთულად დასაძლევი დაბრკოლებების გადალახვასა და მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას.
 
ვფიქრობ, რომ სხვადასხვა დოზით თითქმის ყველა ჩვენგანში ბინადრობენ ბუნებისა და გონების მესაიდუმლეები, ნებისმიერი სახის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემმუშავებლები, ათას ფათერაკგამოვლილი, რისკიანი მოგზაურები, „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს“ გარიდებული ასკეტები და გამონაკლისი არც მე ვარ.
 
ახალ კრებულს კალამს მიდევნებით დაწერილი დავარქვი. სახელი ნასესხებია მცირე პროზის იაპონური ჟანრის ძუიხიცუს განმარტებიდან, რაც სიტყვა-სიტყვით „ფუნჯის კვალდაკვალ“ ნიშნავს. ავტორი სწრაფად რომ იწერს ყველაფერს და არ ფიქრობს, გამართულია თუ არა ის ლიტერატურულად“.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: სააკაძის დაღმართი 10, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა.
 


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად