arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
გაგა ნახუცრიშვილის ახალი კრებულის – „ბარნოვის 122“ – წარდგინება ზუგდიდში
25/01/2017

25 იანვარს, 15:00 საათზე, ქ.ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში გამომცემლობა ინტელექტის ორგანიზებით გაიმართება გაგა ნახუცრიშვილის ახალი კრებულის – ბარნოვის 122 – წარდგინება.

 

„არიან ადამიანები, სულ რომ ანათებენ. უკუნ სიბნელეშიც. ჟამიანობის დროსაც.“ სწორედ ასეთ ადამიანებსა და განვლილ დღეებზე წერს გაგა ნახუცრიშვილი ბარნოვის 122-ში. მონატრებულ მეგობრებსა და წარსულზე წერა კი სენტიმენტების გარეშე არ გამოდის, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, „ასეთი სენტიმენტების არ მეშინია. ასეთ სენტიმენტებს არ ვერიდები“. 
 
ოცდაათამდე ნოველა, რომლებსაც კრებული აერთიანებს, იმ დროზეა, რომელიც იყო და აღარ არის, დროზე, რომელმაც თავისთან დაიტოვა ადამიანები, მაგრამ „წასვლაც ხომ პირობითია და დარჩენაც“. ეს არის ხორკლიანი, მაგრამ გულიდან წამოსული, გულწრფელი თხრობა განცდილისა, რომელსაც ავტორი იხსენებს იმისთვის, რომ ახსოვდეს.
 
კრებულში შესული ნოველების აუდიოჩანაწერი გამოქვეყნებულია გაგა ნახუცრიშვილის საავტორო რუბრიკაში ბარნოვის 122 (რადიო შოკოლადი) და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ბლოგზე.
 
გაგა ნახუცრიშვილის ახალი კრებულის წარდგინება უკვე გაიმართა თბილისში, ამჯერად კი ავტორი ზუგდიდელ მკითხველს შეხვდება.
► იხილეთ თბილისში გამართული წარდგინების ფოტოალბომი


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად