arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია – „ადამიანი – მსოფლიოს მბრძანებელი“
27/01/2017
27 იანვარს, 19:00 საათზე, ინტელექტის მკითხველთა კლუბი გიწვევთ ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექციაზე – „ადამიანი – მსოფლიოს მბრძანებელი“. ლექციის თემის წყარო დენიელ ქუინის რომანი ისმაელია.
 
წარმოიდგინეთ, რომ გაწუხებთ განცდა, თითქოს რაღაც არ არის რიგზე. ფიქრობთ, რომ ადამიანი ბუნებასთან მიმართებით სწორად არ იქცევა. გგონიათ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და უეცრად გაზეთში აწყდებით განცხადებას: „მასწავლებელი ეძებს მოსწავლეს. მას უნდა ჰქონდეს მსოფლიოს გადარჩენის გულწრფელი სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით გასაუბრებაზე“.
 
სწორედ ამ განცხადებით დაიწყო წიგნის მთავარი გმირისა და ისმაელის ურთიერთობა. ისმაელისა, რომელსაც ადამიანის განვითარების შესახებ თავისებური და განსხვავებული ხედვა აქვს. ხედვა, რომელიც გვიხსნის თუ როგორ და რატომ აქცია ადამიანმა სამოთხისგან ჯოჯოხეთი და რა უნდა გაკეთდეს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად.
 
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ლევან ღამბაშიძემ.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 5. გამომცემლობა „ინტელექტი“

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად