arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ირაკლი კაკაბაძის წიგნის – „სიყვარულის დოქტრინის“ – წარდგენა
20/02/2017
20 თებერვალს, ორშაბათს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში შაქრო ბაბუა, გაიმართება ირაკლი კაკაბაძის წიგნის –სიყვარულის დოქტრინა – წარდგენა.
 
2002 წელს მოეწყო ირაკლი კაკაბაძის ნაშრომის –სიყვარულის დოქტრინა – პირველი განხილვა ფართო საზოგადოების წინაშე.
 
ამ საზოგადოებრივ-მეცნიერულ დებატებში ბევრმა საინტერესო პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა ნაშრომის წარდგენისას და მას შემდეგაც.
 
ცხადია, იყო და არის მოსაზრება, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაცია საზოგადოებრივ დონეზე თომას მორის სტილის უტოპიური აზროვნებაა. და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. თუმცა ბევრ თანამედროვე მოაზროვნეს მიაჩნია, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაციაა სწორედ დღევანდელი კაცობრიობის ერთადერთი საშველი. 
 
ამ წიგნში, გარდა სიყვარულის დოქტრინისა ირაკლი კაკაბაძის მიერ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში გამოქვეყნებული წერილებია შესული, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაერთ მტკივნეულ და აქტუალურ საკითხს ეხება. 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად