arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
სოლომონ ბრეგაძის წიგნის – „გეოლოგის ჩანაწერების“ – წარდგენა
28/02/2017
28 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში შაქრო ბაბუა ტყიბულელი გეოლოგის სოლომონ ბრეგაძის (1917-1974) ჩანაწერების წარდგენა გაიმართება.
 
გეოლოგის ჩანაწარები შეადგინა სოლომონ ბრეგაძის ვაჟმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ, რომლის წინათქმაშიც ვკითხულობთ: 
 
„მამამ ჯერ ამიერკავკასიის გეოლოგიური ტექნიკუმი დაამთავრა თბილისში 1936 წელს, ხოლო შემდეგ, 1956 წელს, დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტი (...). გეოლოგიაზე არანაკლებ უყვარდა წიგნი – ბიბლიოფილი გახლდათ. ამ კრებულში თავმოყრილია მისი მემუარული და სხვა სახის ჩანაწერები. მათი გამოქვეყნება მით უფრო საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ქართველი ტექნიკური ინტელიგენციის, საზოგადოდ, საბუნებისმეტყველო დარგის წარმომადგენელთა მოგონებებითა და ჩანაწერებით განებივრებულნი სულაც არა ვართ“. 
 
28 თებერვალს ამ ჩანაწერების ავტორი 100 წლის ხდება. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება გეოლოგის ჩანაწარები  წარდგენა.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.
 


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად