arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
სოსო მეშველიანის კრებულის – „ქუნარეშ“ – წარდგინება
02/03/2017
2 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში შაქრო ბაბუა გაიმართება სოსო მეშველიანის ახალი წიგნის – ქუნარეშ – წარდგენა.
 
ქუნარეშ – ძველი სვანური ტრადიციაა და სულთა სტუმრობის კვირეულს ნიშნავს, რომელსაც ძველით ახალი წლის ხუთშაბათიდან მომდევნო ხუთშაბათამდე ყველა ოჯახი აღნიშნავს. სვანების რწმენით, ამ ერთი კვირის განმავლობაში მათი ოჯახის მიცვალებულთა სულები შინ, მათთან ერთად იმყოფებიან. ეს რწმენა, ისევე როგორც ბევრი სხვა რწმენა და ტრადიცია, დღესაც ცოცხალია სვანეთში და რაც მთავარია, ის ამ წიგნის საიდუმლო სულიცაა.
 
აქედან, ამ უხსოვარიდან და იდუმალიდან მოდის ყველა შემდგომი განწყობა და შთაბეჭდილება, რაც პოეტს რომანივით საკითხავ, შფოთიან თავგადასავალში უნდა გადახდეს. პატრიარქალური სვანეთის სოფლიდან ესპანეთის ქალაქებამდე, ევროპის გავლით – ამ გეოგრაფიულ არეალშია მოქცეული ის დიდი ცხოვრება, პოეზის გარდა ნოველებად, მინიატურებად, ჩანაწერებად რომ აქცია სოსო მეშველიანმა.
 
მკითხველს იპყრობს სულისშემძვრელი აქცენტებით დანახული და მოყოლილი ამბები ბილბაოდან, კატალონიიდან თუ ლენტეხიდან; ეს მხოლოდ პოეტის მოყოლილი ამბები არაა, ეს მეხსიერების ანაბეჭდებიცაა, იმ სიძველის და დროის ანაბეჭდები, როცა ადამიანი სამყაროსთან პირისპირ იდგა და სულ სხვა სიტყვებით ლაპარაკობდა. 
და კიდევ – არქაულის და თანამედროვეს ტანდემიც ამ წიგნში ბუნებრივი და შთამბეჭდავია.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად