arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის“ – წარდგენა
10/03/2017
10 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში, გამომცემლობა „ინტელექტი“ გიწვევთ ოტია იოსელიანის წიგნის – წერილები დაჩის წარდგენაზე.
 
წიგნი 80-მდე ჩანაწერს შეიცავს და მთლიანად ილუსტრირებულია. თითოეული ჩანაწერი ინდივიდუალურადაა გაფორმებული, თუმცა ილუსტრაციები ერთმანეთთან სტილისტურადაა დაკავშირებული. ილუსტრაციების ავტორია მხატვარი დეა სოსელია. ღონისძიების პარალელურად, გაიმართება მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
 
ოტია იოსელიანის წერილები დაჩის თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია და იმის მიუხედავად, რომ კრებულს მისი სახით კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არამხოლოდ ზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს.
 
მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა და სულგრძელება, სამშობლო, რწმენა... კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს. არჩევანის გაკეთება სწორსა და არასწორს, რთულსა და იოლს, ულმობელსა და მომხიბვლელს შორის ადვილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, „იმით გაიზომები და შეფასდები – რა გინდოდა, რა გწამდა და რას ეცადე“.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: კოტე მარჯანიშვილის ქ. N7

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად