arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მედეა მაღალაშვილის წიგნის – „პორტრეტები – XIX საუკუნე“ – წარდგენა
13/03/2017
13 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება მედეა მაღალაშვილის წიგნის – პორტრეტები – XIX საუკუნე – წარდგენა.
 
„ჩემი დიდი ვნება, საკუთარი საქმიანობით გამტკიცებული–არქივებში ხეტიალის გამო ახალი ფურცლების აღმოჩენაა. აი, ადრე დაწერილი და მივიწყებული წიგნების. სულ სხვა განცდაა და ცოდნაა ამგვარ ტექსტებში, სულ სხვა ვნება – დაძველებულ ღვინოსავით არის. მით უფრო საინტერესო და მიმზიდველია ტექსტი, თუ ის ნაკლებად ცნობილ ან სულაც უცხო ამბებს ეხება.
 
წინ სწორედ ამგვარი ესეების კითხვის სიამოვნება გელით. მედეა მაღალაშვილის (1929-1989) მხატვრული ესკიზები ერთი მნიშვნელოვანი გასაღები იქნება ჩვენი ლიტერატურის და არამარტო ლიტერატურის ისტორიისთვის. ეს ისტორია იმაზე უფრო მდიდარი და საინტერესოა, ვიდრე ხანდახან გვგონია ხოლმე. ის ე. წ. მეორადი სახელები, ხშირად უსაფუძვლოდ რომ გადაგვისროლია მივიწყების მორევში, აუცილებლად ხელახლა აღმოსაჩენია.
 
კარგი სტილით და გემოვნებით, ცოდნით და სწორი სელექციით მედეა მაღალაშვილი ბევრ კარზე მიგაკაკუნებინებთ: ორბელიანები, მირზაჯანა, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ნაცნობ-მეგობართა წრე, „მერანის“ გენეზისი, ძალუა ქეთევანი, და სხვა ბრწყინვალე ესეები უცნობ და საინტერესო სასახლეებში მოგზაურობას გპირდებათ“. (გიორგი კეკელიძე)
 
წიგნი გამოსაცემად მოამზადა მაია ირემაშვილმა.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. N7
 

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად