arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
რეზო თაბუკაშვილის პროზაული კრებულის – „მესამე თვალი“ – წარდგინება
15/03/2017
15 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში შაქრო ბაბუა გაიმართება რეზო თაბუკაშვილის ახალი პროზაული კრებულის – მესამე თვალი – წარდგინება.
 
მესამე თვალი და DEAD END რეზო თაბუკაშვილის ახალი მოთხრობებია, რომლებშიც, მწერლის კარგად ნაცნობ სტილთან და მხატვრულ ტრადიციასთან ერთად, სრულიად ახალი, დაძაბული და მოულოდნელი თემებიც იხსნება. 
 
მეტატექსტური ლაბირინთებით ნაგებ ორივე მოთხრობაში მთავარი კითხვა ისმის: სად გადის ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახულ (გამოგონილ ან მოთხრობილ) ამბავს შორის, სად უფრო ჩნდება ადამიანი თავისი ვნებებით და გამარჯვებებით, ამ ზღვრის რომელ ნაპირზე? 
 
ჩამთრევი თხრობა, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორი, ღრმა სევდა (ან პირიქით – სევდიანი სიღრმე) – ეს ყოველივე დასამახსოვრებელ ტექსტებად აქცევს რეზო თაბუკაშვილის მოთხრობებს.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად