arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე
24/03/2017
24 მარტს, 17 საათიდან 23 საათამდე გამომცემლობა ინტელექტი, გამომცემლობა არტანუჯი და წიგნების მაღაზია ბიბლუს გალერეა გიწვევთ გრანდიოზულ ამბავზე – საუბრები თანამედროვე ლიტერატურაზე
 
ყოველ საათში ერთხელ შეხვდით თანამედროვე ქართველ ავტორს, დაუსვით შეკითხვები თქვენთვის საინტერესო თემებზე და შეიძინეთ მისი ავტოგრაფიანი წიგნ(ებ)ი 50%-იანი ფასდაკლებით.
 
► 17 საათი: გელა ჩარკვიანი
► 18 საათი: რუსუდან რუხაძე
► 19 საათი: ნატო ინგოროყვა
► 20 საათი: ნინო თარხნიშვილი
► 21 საათი: პაატა შამუგია
► 22 საათი: ტორესა მოსი
 
შეხვედრა გაიმართება აქციის – #შეიძინექართველიავტორისწიგნი – ფარგლებში.
 
ქართული წიგნის ბაზრის ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღითიდღე მცირდება მკითხველის მოთხოვნა და ინტერესი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ, რაც დაბალ ტირაჟებშიც კარგად ჩანს. გამომცემლობებისთვის თანამედროვე ავტორების წიგნების გამოცემა ხშირად არაკომერციულია.
 
აქციის მიზანია ხარისხიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, თბილისსა და რეგიონებში შეხვედრების გამართვა იმ ავტორებთან, რომლებიც დღევანდელობასა და ამ საუკუნის აქტუალურ პრობლემებზე წერენ.
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად