arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის“ – წარდგენა ქუთაისსა და წყალტუბოში
08/04/2017
8 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისში, თიბისი გალერეაში, გაიმართება ოტია იოსელიანის წიგნის – წერილები დაჩის წარდგენა.
♦ მის: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი N2
 
ოტია იოსელიანის წერილები დაჩის წარდგენა, ასევე, 8 აპრილს, 18:00 საათზე, წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც გაიმართება.
 
ორივე ღონისძიებაზე მოეწყობა მხატვარ დეა სოსელიას ნამუშევრების გამოფენა და გამომცემლობა ინტელექტის ახალი გამოცემების გამოფენა-გაყიდვა – სპეციალურ ფასად.
 
ოტია იოსელიანის წერილები დაჩის თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია და იმის მიუხედავად, რომ კრებულს მისი სახით კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არამხოლოდ ზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს.
 
მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა და სულ გრძელება, სამშობლო, რწმენა... კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს. არჩევანის გაკეთება სწორსა და არასწორს, რთულსა და იოლს, ულმობელსა და მომხიბვლელს შორის ადვილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, „იმით გაიზომები და შეფასდები – რა გინდოდა, რა გწამდა და რას ეცადე“.
 
წიგნი გამომცემლობა ინტელექტმა, დეა სოსელიას ილუსტრაციებით, 2017 წელს გამოსცა.
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
 
დასწრება თავისუფალია!

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად