arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
პაატა შამუგია „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანის“ შესახებ
23/04/2017

23 აპრილს, 17:30 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, პაატა შამუგია ულრიხ პლენცდორფის ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანის შესახებ ისაუბრებს.

 

ულრიჰ პლენცდორფმა თავისი რომანი ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი 1970-იანი წლების სოციალისტური გდრ-ის ახალგაზრდული სლენგით დაწერა. მისი მთავარი პერსონაჟი ედგარ ვიბოც ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდაა; ავტორი მას გოეთესეული ვერტერის ნაკვთებსაც ანიჭებს და, ამავდროულად, სელინჯერის ჰოლდენთან (თამაში ჭვავის ყანაში) და დეფოს რობინზონთან (რობინზონ კრუზო) პარალელებს ავლებს.

 

ეს ეგრეთ წოდებული „მონტაჟური რომანია“, ანუ შინაარსითა და ენობრივი სტრუქტურით ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტური მონაკვეთებისაგანაა შემდგარი და მწვავე სოციალურ კრიტიკას შეიცავს. პროვინციულ გარემოში დაბადებულ-გაზრდილი ედგარი ხუთი წლის ასაკში მიატოვა მამამ. გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებების წაკითხვის შემდეგ ბიჭი სულ უფრო მეტ შინაგან სიახლოვეს განიცდის ამ წიგნის პერსონაჟთან და ყალბ პროვინციულ სტერეოტიპებს ემიჯნება. ყოფილი სანიმუშო მოსწავლე მასწავლებელთან შეკამათების შემდეგ სკოლასა და მშობლიურ პატარა ქალაქს ტოვებს და ბერლინში მიემგზავრება, სადაც საბავშვო ბაღის გვერდით მიტოვებულ ფარდულში დაიდებს ბინას. იქ მას საბავშვო ბაღში აღმზრდელი შარლოტე (შარლი) შეუყვარდება...

 

წიგნი გერმანულიდან დალი ფანჯიკიძემ თარგმნა და გამომცემლობა ინტელექტმა 2016 წელს გამოსცა.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად