arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
მოდი მთაწმინდის პანთეონში ქართველ მწერლებზე სასაუბროდ!
23/04/2017
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა!
 
მოდი მთაწმინდის პანთეონში ქართველ მწერლებსა და წიგნებზე სასაუბროდ!
 
16 საათიდან გახდი უჩვეულო და უპრეცედენტო აქციის მონაწილე. მთაწმინდის პანთეონში თანამედროვე ქართველი მწერლები პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ წიგნებზე ისაუბრებენ.
 
16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ
16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ
 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ
17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ
18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ
18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ
 
ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.
 
ერთად აღვნიშნოთ წიგნის საერთაშორისო დღე პანთეონში, ვიკითხოთ წიგნები და ვისაუბროთ საყვარელი მწერლების შემოქმედებაზე. ერთად დავნერგოთ ახალი ტრადიცია!
 
♦ ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, პანთეონის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ავტობუსი,
მოგემსახურებათ ორი უფასო რეისი: 15:30-ზე და 16:30-ზე.
გასვლა თავისუფლების მოედნიდან, პუშკინის სკვერის გაჩერებიდან.
 
ღონისძიების ორგანიზატორები:
თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია
ელექტრონული წიგნების სახლი საბა“
გამომცემლობა ინტელექტი“
გამომცემლობა არტანუჯი

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად