arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
„მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
01/06/2017
31 მაისს, 20 საათზე, წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუაში გამომცემლობა ინტელექტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ელზა ახვლედიანთან – მარკესის მარტოობის ასი წელიწადისა და მისი სხვა რომანების მთარგმნელთან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ელზა ახვლედიანის ახალი თარგმანის – მარკესის ესეების კრებულის მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში წარდგენა.
 
ამ დღესთან დაკავშირებით ინტელექტის მკითხველთა კლუბმა გამოაცხადა კონკურსი გაბრიელ გარსია მარკესის ერთგული მკითხველებისთვის. 
 
კონკურსის პირობები მიხედვით, მასში მონაწილე მკითხველს უნდა დაეწერა თავისუფალი ტექსტი სათაურით „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ და გაეგზავნა კლუბის ელ-ფოსტაზე.
 
31 მაისის შეხვედრაზე კონკურსის ორგანიზატორებმა 5 საუკეთესო საკონკურსო ტექსტი წავიკითხეს და გამარჯვებულ ავტორთა სამეულიც გამოავლინეს, რომელიც ასე გამოიყურებოდა:
1 – ბაკურ გაბუნია 
2 – ბესო სოლომანაშვილი 
3 – თამარ სუბელიანი
 
გამარჯვებული ტექსტის ავტორს საჩუქრად გაბრიელ გარსია მარკესის გამოცემული რომანების სრული კომპლექტი (11 წიგნს) გადაეცა, საკონკურსო ტექსტი კი გამოქვეყნდება გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფიაციალური ვებ-გვერდის ბლოგზე.
 
 

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად