arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ტარიელ ჭანტურიას „სიყვარულის შავი ყუთი 2“-ის წარდგენა
15/06/2017
15 ივნისს, 19 საათზე მაგთი კლუბი და გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ტარიელ ჭანტურიას ახალი წიგნის – სიყვარულის შავი ყუთი 2 წარდგენაზე. 
 
ტარიელ ჭანტურიას პოეზია განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. გამორჩეული პოეტური ხმა, მახვილგონიერი აზროვნება, ირონიისა და სარკაზმის აუტანელი სიმსუბუქე სრულიად ახალ სამყაროს ქმნის, რომელიც მკითხველს ცხოვრების მიმართ აქამდე უცხო შთაბეჭდილებით და მოტივაციით აღავსებს.
 
ესაა მუდმივად თანამედროვე, ახალგაზრდული აზრითა და სულით სავსე პოეზია. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის სასურველი და საინტერესოა ნებისმიერი გემოვნების თუ ასაკის ადამიანისათვის.
 
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მკითხველს კვლავ ეძლევა საშუალება, საყვარელი ავტორის ახალ კრებულს გაეცნოს.
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
 
დასწრება თავისუფალია!
მის: რუსთაველის გამზ. N22
 
 
 


სხვა სიახლეები
  • სად შევიძინოთ ელექტრონული სახელმძღვანელოები?
    12/03/2021
     „ინტელექტის“ სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შეძენა უკვე შესაძლებელია...
    ვრცლად
  • გზამკვლევი – სად შევიძინოთ „ინტელექტის“ წიგნები კარანტინის პირობებში?
    01/12/2020
    როგორც ჩვენი ძველები ამბობდნენ, ყველა გზა ინტელექტამდე მიდის.   ლიტერატურული ზამთრის...
    ვრცლად
  • სოლიდარობა სვეტლანა ალექსიევიჩს
    02/09/2020
    ქართველი გამომცემლები სოლიდარობას უცხადებენ ნობელიანტ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს, რომელიც საგამოძიებო...
    ვრცლად