არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი – რწმენითი ცოდნა
24,95 ₾
უფალი ამბობს: „შეჩერდით და ნახეთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი“ (ფსალმ. 45,11).
„შეჩერდით“ ამქვეყნიური საზრუნავებისგან ფიზიკურ შეჩერებასაც ნიშნავს, მაგრამ უფრო აღნიშნავს გონებით ღმერთში შეჩერებას, რათა გონებამ ღმერთში იმოძრაოს და დაინახოს, რომ ის არის ღმერთი. გონება მაშინ არის ღმერთში შეჩერებული, როცა ღვთის სიტყვით განისწავლება. ყველა, ვინც ღვთის სიტყვაზე შეჩერდება, ვინც ქრისტეს სწავლებაზე შეჩერდება, ამქვეყნიური სიმდიდრის მოპოვების მიმართ უმოძრაოდ მყოფი გონებით იმოძრავებს ქრისტეში და გაჰყვება მის სიტყვას, მხოლოდ ის შეიცნობს ქრისტეს სრულყოფილად.
როგორ შეიძლება, ჩვენთან შევაჩეროთ იესო ქრისტე? როცა რაიმე გვჭირდება და უფალს ვთხოვთ, მაშინ ქრისტე ჩერდება ჩვენთან წუთიერად და გვეხმარება, მაგრამ მიდის ჩვენგან, რადგან იმ საჭიროების მიღება უფრო გვახარებს, ვიდრე – ქრისტე. ქრისტე ჩვენთან მაშინ რჩება, როცა ქრისტე გვაინტერესებს, ქრისტეს შეცნობა გვინდა; როცა გვაინტერესებს, როგორია ჩვენი ღმერთი – ჩვენი ქრისტე. მაშინ ის მოდის ჩვენს სახლში, ანუ გულში, შემოდის თავისი სიტყვის მეშვეობით და რჩება ჩვენთან.
ბედნიერებაა ქრისტეს შეცნობა, ქრისტეს დანახვა. ეს სურვილი ყოველგვარი ამქვეყნიური საჭიროების შევსებაზე უფრო აღმატებულია. ღმერთმა მოგვცეს სურვილის ძალა, რომ გვწყუროდეს ქრისტეს შეცნობა, რადგან ღმერთს შია, რომ ჩვენ გვშიოდეს ღმერთი.
მოხარული ვიქნები, თუ ეს წიგნი ერთ ადამიანს მაინც შეაჩერებს გონებით ჩვენს მხსნელ იესო ქრისტეში და ქრისტეს შეცნობის სურვილს აღუძრავს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941318818
| წონა | 400 კგ |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
არ არის მარაგში
მსგავსი პროდუქტები
ნუცა ღოღობერიძე – ვალსი პეჩორაზე
მარაგშია
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
გურამ ოდიშარია – სალამია
მარაგშია
ნინო ცირამუა – თეთრი ქალაქი
მარაგშია
სალომე მიქაძე – პაწაწინა
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – საშლელები
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
მარაგშია
