ბასა ჯანიკაშვილი – სულები და თანამოაზრენი
ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი
6,95 ₾
ოთხი მეშახტე მიწისქვეშეთში ხვდება, სადაც ჰადესი და მისი მსახური ცერბერი ბიტკოინის მოპოვების ბიზნესში ჩაბმულან. მეშახტეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეპოქიდან არიან: ქართველი ვაჟა ასლამაზიშვილი 1991 წლიდანაა, უკრაინელი პეტრო ბოიკო 2019-დან, გერმანელი კლაუს მიულერი 1866-დან, ხოლო ინგლისელი ჯონ ტეილორი 1984-დან.
რა უნდათ მეშახტეებს ღმერთისგან? შრომის უფლება, უსაფრთხოება, პირობების გაუმჯობესება, ღირსეულ შრომის ანაზღაურება… წინააღმდეგ შემთხვევაში მიწისქვეშეთის აფეთქებით იმუქრებიან. ჰადესი, როგორც ჭეშმარიტი ევროპელი ღმერთი მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ეს ოთხი თავზეხელაღებული მეშახტე მისი ცოლის, პერსეფონეს მოსატაცებლად გამოგზავნა ზევსმა.
როდესაც მიწისქვეშეთში მოხვედრილი ოთხი მეშახტე ჰადესს ულტიმატუმს წაუყენებს და პირობების შესრულებას ელოდება, რა ხდება ხოლმე ასეთ დროს? გეტყვით! ასეთ დროს დგება სულებისა და თანამოაზრეების დრო.
კატეგორია: დრამატურგია
ISBN: 9789941310171
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2019 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ლევან ბერძენიშვილი – მედეა
მარაგშია
