ბასა ჯანიკაშვილი – ხუთი კომედია
ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი
14,95 ₾ Original price was: 14,95 ₾.7,98 ₾Current price is: 7,98 ₾.
კრებულში თავმოყრილ პიესებში ღონიერი სიცილის ხმა ისმის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი კომედიაა. პირიქით, ერთი შეხედვით მხიარული, აბსურდული, არასერიოზული სიტუაციების მიღმა ტრაგიკული ეგზისტენციური საზრისებია, რაც პიესებს მრავალპლანიან ტექსტებად და სასცენო ინსპირაციად აქცევს.
ძალადობრივი სისტემის პლაკატურ, კონკრეტულ კოდებამდე დაყვანილ ანატომიას („დიქტატურა“) ანტისახელმძღვანელოს პრინციპი აქვს; ავტორი შიფრავს და ამავე დროს დასცინის, მათ შორის თავისუფლების იდეასაც კი, რომელიც ამგვარ სისტემებში, შესაძლოა, ყველაზე არაჯანსაღ, ატროფირებულ, უიდეო მოვლენად გარდაისახოს.
საიქიოსა და სააქაოს, სიკვდილისა და სიცოცხლის ვირტუალურ საზღვართან ყველა საზრისი აბსურდად იქცევა, ყველა პირობითობა ახალ, უფრო მძლავრ პირობითობაში გადადის („ლაბადა და ფეხსაცმელი“, „სულიკო“); ადამიანური ურთიერთობების ტრაგიკომიკურ ქაოსში ზოგჯერ სიყვარული საბედისწეროდ ჰერმეტულია („მეზობლები“), ზოგჯერ კი მას საკმარისზე მეტი თვითმხილველი ჰყავს („თითით საჩვენებელი“)…
კატეგორია: სპეციალური შეთავაზება
ISBN: 9789941315022
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნინო ხარატიშვილი – ლომგულები
მარაგშია
თომას მანი და ჰერმან ჰესე – პირადი მიმოწერა
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
მარაგშია
უილიამ ფოლკნერი – ნიუორლეანური ჩანახატები
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – ქართული მატრიცა
მარაგშია
თამარ ბელქანია – ინტერვიუ ტერორისტთან
მარაგშია
ვარლამ შალამოვი – კოლიმური მოთხრობები
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
