დიმიტრი წიკლაური – ქორების მიწა
ავტორი: დიმიტრი წიკლაური
18,95 ₾ Original price was: 18,95 ₾.13,27 ₾Current price is: 13,27 ₾.
დიმიტრი წიკლაური მკითხველმა თავდაპირველად პოეზიით გაიცნო. თვითმყოფადი, ღონიერი და რელიგიური სიღრმით დამუხტული პოეტური ხმა მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ავტორებისგან. ცოტა ხნის წინ ამ ხმამ პროზაული ფორმაც მოირგო და უცნაურ, იდუმალ ნოველებად იქცა.
„ქორების მიწა“ კი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ის მწერლის მხატვრულსულიერი გამოცდილების ერთგვარი ნაყოფია – არაკონვენციური ტექსტი, რომელშიც იმდენი სიბრძნეა, სენტენციებად, შეგონებებად, გნებავთ – სალოსური „პირისქარის“ მარგალიტებად გაბნეული, რომ გაგიჩნდებათ განცდა, თითქოს ეს წიგნი ჭეშმარიტების კარიბჭესთან იწერებოდა. თუმცა, ამ ტექსტის ღირსება, ამ საგანძურზე არანაკლებ, მასზე ერთგვარი ირონიაცაა, ეგზისტენციალური „სისულელის“ იმ ხარისხის მოხელთებაცაა, რომელიც სულ სხვა სულიერ პლანში წარმოაჩენს ყოველგვარ სიბრძნეს და ერთდროულად მისაღებს და სასურველს ხდის წარმავალის წინაშეც და მარადისობის პირისპირაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორის ღიმილი, რომელიც მთელი ტექსტის მანძილზე მკაფიოდ იგრძნობა, ასატანს ხდის თუნდაც ყველაზე ღრმა და რთულ საკითხებს, სიმსუბუქეს და სილაღეს სძენს რომანის მედიტაციურ სივრცეს.
იქნებ, სწორედ ეს ღიმილი უნდა იპოვოს და დახატოს მთავარმა გმირმა – თერთმეტი ტაძრის მომხატავმა ბეზარო ხატმწერმა, რომელიც ერთ პროვინციულ და ნაცრისფერ ქალაქში… გზის და მგზავრის თავგადასავალში ბევრი პერსონაჟია, ბევრი ამბავი და ხმა. ხოლო მათ შორის ყველაზე მეტად ერთი ანათებს – სალოსი ბერი მალქოზი, არა მხოლოდ დიმიტრი წიკლაურის, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის უკვე გამორჩეული პერსონაჟი… ამ აზრში დასარწმუნებლად, თუნდაც საკამათოდ, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941314322
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნუცა ღოღობერიძე – ვალსი პეჩორაზე
მარაგშია
მირიან რჩეულიშვილი – სხვების თბილისი
მარაგშია
გიორგი შატბერაშვილი – მკვდრის მზე
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
მერაბ ვაჩნაძე, ვახტანგ გურული, მიხეილ ბახტაძე – საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1801 წლამდე
მარაგშია
ზანდა ჩეჩელაშვილი – მე ვარ
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – ჩუმად უნდა იჯდე
მარაგშია
ნოშრევან არაბული – ხევსურული შუღლი და დოღი
მარაგშია
ლაშა ტუღუში – სტალინის გამბიტი
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – საშლელები
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
ირაკლი სამსონაძე – ლეას საათი
მარაგშია
