ლევან ბერძენიშვილი – ლიტერატურული წახნაგები – 1 ტომი (გილგამეშიდან ენეასამდე )
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
18,95 ₾ Original price was: 18,95 ₾.9,48 ₾Current price is: 9,48 ₾.
„ლიტერატურული წახნაგების“ პირველ ტომში ძველი მსოფლიოს ლიტერატურა მოხვდა. ყველაფერი იწყება გილგამეშის ეპოსით. ამ ეპოსის სახით ჩვენ წინაშეა მსოფლიოს უძველესი ლიტერატურული ძეგლი. ეს ეპოსი დაიკარგა და მეცხრამეტე საუკუნეში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი დიდი ტექსტები, „ილიადას“ და „ოდისეას“ სახით, ჰომეროსმა დაგვიტოვა. ჰომეროსი უდიდესი ავტორია, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საკითხების მთელ წყებას, რომელსაც მეცნიერები „ჰომეროსის საკითხის“ სახელით განიხილავენ, ვისაუბრეთ აქილევსის, ჰექტორის, აიასის, ოდისევსისა და აგამემნონის სახეებზე, ტროის ომზე, მის რეალობასა და ქრონოლოგიაზე, მასში ქართველების მონაწილეობაზე და ა. შ.
ჰომეროსთან ერთად ჩვენს წიგნში საუბარია ანტიკურ თეატრზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, ევრიპიდეზე, არისტოფანეზე, მათს ტრაგედიებსა და კომედიებზე, მათს ურთიერთობებზე, პერსონაჟებზე, დრამის წარმოშობაზე, თეატრის განვითარებაზე, ცალკეულ გრანდიოზულ პერსონაჟებზე: ოიდიპოსზე, ანტიგონეზე, მედეაზე, ორესტეზე… ტრაგედიასთან ერთად ვისაუბრეთ ძველ ანტიკურ კომედიაზე, კომედიის მამაზე, არისტოფანეზე, და მის გამორჩეულ
პიესებზე: „მხედრებზე“, „ლისისტრატესა“ და „ბაყაყებზე“.
ძველი ბერძნული პროზა ჩვენს წიგნში წარმოდგენილია პლატონის უკვდავი დიალოგებით – „სოკრატეს აპოლოგიითა“ და „ნადიმით“. გენიალური ფილოსოფოსი ბრწყინვალე სტილისტი იყო, რომელიც ურთულეს ფილოსოფიურ იდეებს ფაქიზი მხატვრული ქსოვილით მოსავდა. პლატონი იწყებს თავისი უკვდავი მასწავლებლის სიკვდილით და აგრძელებს სიყვარულის უკვდავების იდეით.
ყველაფერ ამას მოსდევს საუბარი პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდაზე“, რომაულ „ილიადაზე“, რომელიც თავისი ეპოქის უდიდეს პოეტს რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსმა შეუკვეთა. წიგნს ასრულებს ბოლო შტრიხი – ვერგილიუსის მიერ აღწერილი ენეასის, კეთილშობილი და ღვთისმოსავი გმირის, სახე…
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
ISBN: 9789941315848
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ჰენრი კისინჯერი – ლიდერობა
მარაგშია
თეა გვასალია – ის, რაც ეთერში არ მითქვამს
მარაგშია
გიორგი ხორბალაძე – ახლიდან წასაკითხი ლიტერატურა
მარაგშია
გია მურღულია – საუბრები უფროსკლასელთათვის
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – ქართული მატრიცა
მარაგშია
ოსტაპ სლივინსკი – ომის ლექსიკონი
მარაგშია
თეიმურაზ დოიაშვილი – ვარდი ნაწვიმარ სილაში (წერილები გალაკტიონზე)
მარაგშია
ბორის ჯონსონი – ჩერჩილის ფაქტორი
მარაგშია
კახმეგ კუდავა – ნობელიანტების ლექციები 1901-2018
მარაგშია
კახმეგ კუდავა – ნობელიანტების ინტელექტუალური ატლასი
მარაგშია
ასტრიდ ლინდგრენი – შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ
მარაგშია
ჰენრი დევიდ თორო – უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება
მარაგშია
უილიამ თეკერეი – სნობების წიგნი
მარაგშია
ზურაბ კიკნაძე – ამარგი/ალუდას ნახტომი
მარაგშია
ბაჩანა ბრეგვაძე – დრო და მარადისობა
მარაგშია
