პეტერ ჰანდკე – დიდი დაცემა
ავტორი: პეტერ ჰანდკე
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.13,97 ₾Current price is: 13,97 ₾.
ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს ვრცელი მოთხრობა „დიდი დაცემა“ გამომცემლობა Suhrkamp-მა 2011 წელს გამოსცა.
„დღე, რომელიც დიდი დაცემით დასრულდა, ავდრიანი დილით დაიწყო. კაცი კი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ,
ძლიერმა ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა,“ – ასე იწყებს ამბის თხრობას ავტორი, რომლის გმირი, მარტოსული და ცივილიზაციას განრიდებული ყოფილი მსახიობი, მრავალწლიანი პროფესიული კრიზისისა და განმარტოების შემდეგ, ამოკით შეპყრობილის როლის შესრულებას თანხმდება და ერთ ავდრიან დილით კვლავ დიდი ქალაქის ხმაურიანი ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგება… ამ დღის ბოლოს საყვარელ ქალთან შეხვედრასა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს, სადაც მას საპატიო ჯილდო უნდა გადასცენ.
…არც ერთი ხდება და არც მეორე: „ნაცვლად ამისა – დიდი დაცემა“. სწორედ ამ ფრაზით ასრულებს პეტერ ჰანდკე თავისი გმირის ერთდღიანი თავგადასავლის თხრობას, რომელიც მკითხველს უამრავ მოულოდნელობასა და მძაფრ განცდას ჰპირდება, ბევრ საფიქრალს უჩენს და მორიგ თავსატეხსაც, როგორც ეს ჰანდკეს ზოგადად სჩვევია: რაზე მიანიშნებს ავტორი სათაურით „დიდი დაცემა“? ქრისტიანულ-მეტაფიზიკურ კონტექსტზე თუ ალბერ კამიუს „დაცემაზე“? ან, იქნებ, ამერიკულ GREAT FALLS-ზე, რომელიც ამ ნაწარმოების შექმნის ადგილად სახელდება.
კატეგორია: სპეციალური შეთავაზება
ISBN: 9789941315565
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2023 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
გერმანული |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
