ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
29,95 ₾ Original price was: 29,95 ₾.17,00 ₾Current price is: 17,00 ₾.
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. ის უშიშრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. მან ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, უფრო მოგვიანებით კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა; იმ ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა.
ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი „პუტინის რუსეთში“ მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს, ნამდვილი ისტორიების მაგალითზე, ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღირს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები, როგორ იბადება და იკვებება სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში.
ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ის წიგნის გამოცემიდან ორ წელიწადში, რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 2014 წელს მისი მკვლელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს, თუმცა, „ვერ მოხერხდა“ შემკვეთის პოვნა.
„პუტინის რუსეთი“ ითარგმნა და გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთსა და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. რუსეთში წიგნად არასდროს გამოცემულა.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941314377
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2022 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – შვიდფრონტონიანი სახლი
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
