ტომას სტერნზ ელიოტი – კოქტეილის წვეულება
ავტორი: ტომას სტერნზ ელიოტი
ტ. ს. ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ 1948 წელს დაიწერა, 1949 წელს ედინბურგის ფესტივალზე დაიდგა და 1950 წელს გამოქვეყნდა. პიესა მე-20 საუკუნის დრამატურგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სალონური კომედიის მსუბუქი და თითქოს შემთხვევითი ფორმა თანდათანობით ღრმა სულიერ და ფილოსოფიურ კვლევად გარდაიქმნება. „კოქტეილის წვეულება“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც ელიოტის მიზანი პოეტური დრამის აღდგენა და კულტურულ სივრცეში ქრისტიანული აზროვნების დაბრუნება იყო. 1949 წელს წაკითხულ ლექციაში ტ. ს. ელიოტმა დაადასტურა, რომ პიესის ცენტრალური
სიუჟეტური მოტივი – ქალი, რომელიც ქმრის გადასარჩენად სიკვდილს თანხმდება, – ევრიპიდეს ტრაგედიას, „ალკესტისს“, ეფუძნება. ელიოტის ინტელექტუალური სამყაროსთვის დამახასიათებელია
ანტიკური და ქრისტიანული ტრადიციების შერწყმა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პიესა ორი გზის დაპირისპირების იდეაზეა აგებული. ერთი მხრივ, არის ჩვეულებრივი გზა, რომელსაც პერსონაჟთა ნაწილი მიჰყვება – ცხოვრების გაგრძელება, კომპრომისი, მოვალეობები, ოჯახის გადარჩენა, მეორე მხრივ კი,
არის მოწამებრივი გზა – მძიმე და ტრაგიკული. პიესაში იკითხება პლატონის „ნადიმის“, დანტეს „ღვთაებრივი
კომედიის“, სარტრის „ეგზისტენციალიზმისა“ და განსაკუთრებით, ჰერაკლიტეს იდეების კვალი. ჰერაკლიტეს აზრი უწყვეტ ცვლილებაზე, ადამიანის თვითგაუცხოებასა და „ლოგოსის“ გაუგებრობაზე აისახება პერსონაჟთა მდგომარეობაში: ისინი უუცხოვდებიან საკუთარ თავს, ერთმანეთს და ამ გაუცხოებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობებს ეძებენ.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941319150
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2026 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
პერუმალ მურუგანი – ნახევარქალი
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
ივლინ ვო – ბრაიდსჰედში დაბრუნება
მარაგშია
არტურ კოესტლერი – მზის დაბნელება
არ არის მარაგში
