ფედერიკო გარსია ლორკა – ბოშური რომანსერო
ავტორი: ფედერიკო გარსია
12,95 ₾ Original price was: 12,95 ₾.3,00 ₾Current price is: 3,00 ₾.
დავით წერედიანის თარგმანი
რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს, ხოლო ბოშურობა არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ წიგნად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით.
თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რა არის ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით უფრო უცხოელისთვის, მაგრამ მთელი წიგნი უჩვეულოდ გადამდები ნაღვლით რომ არის განმსჭვალული, ეს ცხადზე უცხადესია.
ლორკას, რა თქმა უნდა, აქვს არაერთი სხვა შედევრიც, მაგრამ ასეთი შთამბეჭდაობისთვის აღარასოდეს მიუღწევია, და მისი სახელი, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უპირველესი ლირიკოსისა, არსებითად ამ პატარა კრებულს ემყარება.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941310553
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2019 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ესპანური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
