მთავარი » წიგნები » ანა კალანდაძე – დღიურები, საუბრები. წიგნი 2

ანა კალანდაძე – დღიურები, საუბრები. წიგნი 2

ავტორი: ანა კალანდაძე

ანა 1960 წელს გავიცანი და გავიცანი, როგორც ავტორი რედაქტორმა: წიგნის სასახლის მესამე სართულზე, სწორედ იმ ოთახში და იმ მაგიდასთან, სადაც ორი წლით ადრე გალაკტიონი მისმენდა, მაგიდაზე ანას მესამე კრებულის დედანი მედო და ჩვენი საუბარი უჩვეულოდ დაიწყო: ამოვიღე პირველი ლექსი: მგონი, რომ არ შევიტანოთ, აჯობებს-მეთქი. მეორე და მესამეც გვერდით გადავდე და ასე შემდეგ – ათზე მეტი გავარიდე. პირველი სამი ლენინს ეძღვნებოდა. ამ ათეულმა გაიტანა ანას პირველი და მეორე წიგნები 1953 და 1957 წლებში. ასეთ ლექსებს მაშინ „პარავოზებს“ ეძახდნენ. გაოცებული ანა უსიტყვოდ დამეთანხმა. დიდი ხნის შემდეგ კი, როდესაც დავმეგობრდით, ის დღე გაიხსენა: მეგონა, მცდიდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორც სიკვდილმისჯილ პატიმარს, რომელსაც მოულოდნელად უცხადებენ, თავისუფალი ხარო და იგი ადგილიდან არ იძვრის, ჰგონია, დასცინიანო.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941319587

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი