გაბრიელ გარსია მარკესი – შევხვდებით აგვისტოში
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
29,95 ₾ Original price was: 29,95 ₾.19,00 ₾Current price is: 19,00 ₾.
რომანი „შევხდებით აგვისტოში“ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ესპანურენოვანი მწერლის მოულოდნელი საჩუქარია მკითხველთათვის. „ზოგჯერ წიგნებსაც სჭირდებათ დასვენება“, – ფიქრი გაანდო გაბრიელ გარსია მარკესმა თავის თანაშემწეს, მონიკა ალონსოს. ეს ამბავი 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც მწერალმა ჯერ კიდევ სამუშაო ვერსია „შევხვდებით აგვისტოში“ გამომცემელ კარმენ ბალცელს გადაუგზავნა ბარსელონაში. ოცი წელიწადი გაივლის და იმავე ქალაქში მწერლის დაბადების დღეს, 6 მარტს გაიმართება წიგნის პრეზენტაცია. ასე მიიღებს გაბოს ერთგული მკითხველი მისგან გარდაცვალების შემდგომ საჩუქარს. წიგნის გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მკითხველთა ნაწილმა ის მწერლის სურვილის წინააღმდეგ ჩადენილ მკრეხელობად აღიქვა, რადგან მეხსიერებადაკარგული ნობელიანტის განაჩენი „წიგნი არ ვარგა. გასანადგურებელია“ – მის შვილებს არავისთვის დაუმალავთ. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, წიგნი მკითხველამდე მისულიყო.
„შევხვდებით აგვისტოში“ გაბოსეული მაგიური რეალიზმის გამორჩეული ნიმუშია. ეს არის ამბავი შუახნის დაოჯახებულ ქალზე, ანა მაგდალენა ბახზე. ის ბორანს ყოველ აგვისტოს ჩაჰყავს კუნძულზე, სადაც დედამისია დაკრძალული. ეს მოგზაურობა დროთა განმავლობაში მაცდუნებელ პირობად იქცევა, რომ ქალი წელიწადში ერთი ღამით განსხვავებულ ადამიანად იქცეს. გარსია მარკესის შეუცვლელი და მომაჯადოებელი სტილით შესრულებული ეს ნაწარმოები ერთგვარი ოდაა სიცოცხლეზე, რომელშიც ქალის ბედნიერებისა და სიამოვნების სურვილი დროის სვლას არ ემორჩილება. მწერალი ამ თემას ასეთი სიმძაფრით არასდროს შეხებია. რომანი პირველივე ფრაზიდან გვატყვევებს და ანა მაგდალენა ბახის თანამეგზურად გვაქცევს.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941317521
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ესპანური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
გაბრიელ გარსია მარკესი – სიყვარულსა და სხვა დემონებზე
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ოლდოს ჰაქსლი – მრავალი წლის შემდეგ, ერთ ზაფხულს
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
ივლინ ვო – ბრაიდსჰედში დაბრუნება
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
