გიორგი აბდუშელიშვილი – სხვა ავღანური დღიური
ავტორი: გიორგი აბდუშელიშვილი
14,95 ₾ Original price was: 14,95 ₾.10,47 ₾Current price is: 10,47 ₾.
მწერალი ამ წიგში გვიყვება საქართველოდან შორს, სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნის დღეებზე, პირად გამოცდილებაზე, სირთულეებზე, საკუთარ და სხვა ჯარისკაცების ტრანსფორმაციაზე მძიმე, დამღლელი, გამოწვევევით სავსე, ზოგჯერ ტრაგიკული მოვლენების კვალდაკვალ.
ისტორიებს, რომელთა ათვლაც 2015 წლის გაზაფხულიდან იწყება, როცა ავტორი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში ჩავიდა, „რამშტაინის“ ავიაბაზაზე ნაყიდი მწვანეყდიანი წიგნაკი კრავს. ადამიანურ ამბებთან ერთად, დღიური გვთავაზობს ექსკურსს რესპუბლიკაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების, სამოქალაქო ომის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის სისხლითა და ტანჯვით სავსე ცხოვრებაზე. სიღარიბე, ქრთამი, ახალგაზრდების გატაცება მათი გადაბირების და თვითმკვლელ შაჰიდად მომზადების მიზნით „დიდი იდეებისთვის“, მითები, რეალობა, ამ ყველაფერთან ერთად კი, ქართული ბატალიონის წვლილი მშვიდობის დასამყარებლად, წიგნის
მთავარი ქვაკუთხედია.
პარალელურად, მწერალი საკმაოდ გულწრფელად გვიყვება საკუთარ განცდებზეც, სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანის გაუფილტრავ ემოციებსა და ჯარისკაცების ცოლების სიძლიერეზე, ქმრებისგან დამოუკიდებლად რომ უწევთ საოჯახო საქმეების გაძღოლა.
ავტორისგან მივიწყებული „სხვა ავღანური დღიური“, საქართველოში დაბრუნებიდან ექვსი წელი თაროზე იდო, მკითხველის მოლოდინში, სანამ 2021 წლის ავღანეთის მოვლენებმა მოგონებები არ გააცოცხლა და მწვანეყდიან წიგნაკს რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ სახლის სარდაფში, ძველი ჩანთის ჯიბეში არ მიაგნო.
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
ISBN: 9789941316807
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2023 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
უილიამ თეკერეი – სნობების წიგნი
მარაგშია
ლევან ბერძენიშვილი – ლიტერატურული წახნაგები – 2 ტომი (რუსთაველიდან ნიცშემდე)
მარაგშია
დიალოგები გია ყანჩელთან
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – ქართული მატრიცა
მარაგშია
როდოლფო ჰესლერი – თბილისური დღიური
მარაგშია
ბექა ქურხული – უკრაინული დღეები
მარაგშია
პოლიტიკა და დემოკრატია
მარაგშია
თამარ ბელქანია – ინტერვიუ ტერორისტთან
მარაგშია
თეიმურაზ დოიაშვილი – ვარდი ნაწვიმარ სილაში (წერილები გალაკტიონზე)
მარაგშია
ვოლოდიმირ ზელენსკი – გზავნილი უკრაინიდან
მარაგშია
ასტრიდ ლინდგრენი – შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ
მარაგშია
ჰენრი დევიდ თორო – უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება
მარაგშია
ლევ ტოლსტოი – აღსარება
მარაგშია
ბაჩანა ბრეგვაძე – დრო და მარადისობა
მარაგშია
