გიორგი მრევლიშვილი – ესეების კრებული პროცესი
ავტორი: გიორგი მრევლიშვილი
7,95 ₾
გიორგი მრევლიშვილის სინემატოგრაფიული კრებული „პროცესი“ უპირველესად ამ დარგში ქართულ ენაზე არსებულ მწირ ლიტერატურას ამდიდრებს და ამრავალფეროვანებს; წიგნი საინტერესო საკითხავია როგორც დამწყები კინოხელოვანებისთვის, ასევე ნებისმიერი კინომოყვარულისთვის, რადგან შემეცნებით, ინფორმაციულად დამუხტულ შინაარსთან ერთად მკითხველი ახალგაზრდა რეჟისორის (წიგნის ავტორის) წარმოსახვითი „კამერით“ – ხედვის სკრუპულოზული და ორიგინალური რაკურსებით – მოგზაურობს ცნობილ კინორეჟისორთა შემოქმედებით სამყაროში და ეცნობა კინოს შექმნის პროცესებს.
კრებული სწორედ ამ პროცესების შესწავლისა და დაკვირვების ერთგვარი სავარჯიშოა, რაც ძალიან დაეხმარება დამწყებ რეჟისორებს და კინოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, თვითონაც ეძიონ და მიაგნონ საკუთარ შემოქმედებით აქცენტებს, ხედვის რაკურსებს, გაითვალისწინონ სხვათა (კრებულში შესულ უცხოელ რეჟისორთა) გამოცდილება, რათა უფრო მეტად გაუადვილდეთ საკუთარი შემოქმედებითი ამოცანების გადაწყვეტა.
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
ISBN: 9789941313004
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2021 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ჰენრი კისინჯერი – ლიდერობა
მარაგშია
ლევან ბერძენიშვილი – ლიტერატურული წახნაგები – 3 ტომი (დოსტოევსკიდან ბორხესამდე )
მარაგშია
ბორის ჯონსონი – ჩერჩილის ფაქტორი
მარაგშია
