მთავარი » წიგნები » თამარ მღებრიშვილი – სად არის სახლი?

თამარ მღებრიშვილი – სად არის სახლი?

ავტორი: თამარ მღებრიშვილი

კრებულში „სად არის სახლი?“ ავტორი სახლის, როგორც ფუნდამენტური საყრდენის, პოეზიის მთავარი მეტაფორის მნიშვნელობას იკვლევს. წიგნის სათაური რომ შევცვალოთ და ერთგვარი ენობრივი თამაშის ობიექტად ვაქციოთ, კითხვის მრავალი ვარიაცია გამოგვივა, რომელზე პასუხებსაც ლექსებში ვიპოვით: „რა არის სახლი?“, „ვინ არის სახლი?“, „რატომ არ არის სახლი“? „როგორია სახლი?“ – ამ კითხვებზე პასუხები წიგნის კონცეფციას გაგვიხსნის – ავტორი „სახლს“ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ სივრცეს, არამედ როგორც პიროვნულ იდენტობასა და საყვარელ ადამიანს, რომლის დაკარგვაც უსახლკარობისა და გაუცხოების განცდას აჩენს.

კრებულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ემიგრაციული ყოფის სიმძიმეს, რაც დედასთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაბრუნებასა და გაუცხოებაში იკვეთება. „სახლი“ არა მხოლოდ ცენტრალური მეტაფორა, არამედ მთავარი ლექსიკური ერთეულიცაა – სიცარიელის სასახლეები, ნასახლარები, სიყვარულისა და სამკვიდრო სახლი, სიზმრის სახლები და სხვისი სახლების იმედად ყოფნა… და ბოლოს, ენა, როგორც სახლი და პოეზია, როგორც ამ სახლის მთავარი ფიზიკური სხეული.
დიანა ანფიმიადი

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941319402

ჟანრი

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი