თეა გვასალია – ის, რაც ეთერში არ მითქვამს
ავტორი: თეა გვასალია
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.9,98 ₾Current price is: 9,98 ₾.
„რა არის შენთვის სამშობლო?“ გვეკითხებოდნენ სკოლაში და თემებსაც გვაწერინებდნენ პატრიოტულ მოტივებზე. მაშინ რა ვიცოდი, რა იყო სამშობლო ან რისთვის უნდა შემედარებინა, როცა სხვა არაფერი მქონდა ნანახი. სამაგიეროდ ახლა ზუსტად ვიცი, რომ სამშობლო მიწის ის ნაგლეჯია, რომელზეც შენი სურვილით არ დაბადებულხარ, მაგრამ იქ დამხვდურებმა – ბებია, ბაბუა, მამიდა, ბიძა, დეიდა რომ ჰქვიათ, იმდენი სიყვარული დაგაბერტყეს თავზე, რომ სხვაგან, ბევრად უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს პირობებში მცხოვრებს, გული არ გიდგება და მხოლოდ იმ ქუჩებში ხარ ბედნიერი, მათთან ერთად რომ დააბიჯებდი ხელჩაკიდებული; მათ ნაცხოვრებ სახლთან ჩავლისას გული რომ ყელთან მოგებჯინება და, თუმცა აღარსად გელოდებიან, მაინც რომ ვერ შორდები ქალაქს, სადაც მათი ხელშენავლები ერთი ნივთი მაინც გეგულება.
ეს წიგნი ჩემს თაობას იმ სამშობლოს გაახსენებს, საბჭოთა კავშირის თხუთმეტ რესპუბლიკას შორის რომ იყო იძულებით გამოკეტილი; 90-იანების არეულ, ომგამოვლილ და გაღატაკებულ სამშობლოსაც, უკვე დამოუკიდებელს, მაგრამ ჩაბნელებულსა და ნავთის ქურებით გამთბარს, რომელშიც, გაჭირვების მიუხედავად, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და მომავალს იმედის თვალით ვუყურებდით. და თუ ჩემი მოგონებების წაკითხვისას ნოსტალგიის თბილი ნიავი თქვენს ბედნიერ ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიშრომია.“ – თეა გვასალია
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
ISBN: 9789941318474
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2025 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
გიორგი ხორბალაძე – ახლიდან წასაკითხი ლიტერატურა
მარაგშია
ლევან ბერძენიშვილი – ლიტერატურული წახნაგები – 3 ტომი (დოსტოევსკიდან ბორხესამდე )
მარაგშია
თომას მანი და ჰერმან ჰესე – პირადი მიმოწერა
მარაგშია
ქაზიმ ქოიუნჯუ – ლაზი მომღერალი
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – ქართული მატრიცა
მარაგშია
პოლიტიკა და დემოკრატია
მარაგშია
თეიმურაზ დოიაშვილი – ვარდი ნაწვიმარ სილაში (წერილები გალაკტიონზე)
მარაგშია
ბორის ჯონსონი – ჩერჩილის ფაქტორი
მარაგშია
ასტრიდ ლინდგრენი – შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ
მარაგშია
ჰენრი დევიდ თორო – უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება
მარაგშია
ლევ შესტოვი – დოსტოევსკი და ნიცშე
მარაგშია
ზურაბ კიკნაძე – ამარგი/ალუდას ნახტომი
მარაგშია
ბაჩანა ბრეგვაძე – დრო და მარადისობა
მარაგშია
სვეტლანა ალექსიევიჩი – ცინკის ბიჭები
მარაგშია
