ინა არჩუაშვილი – მე ახლა არავის ველოდები
ავტორი: ინა არჩუაშვილი
12,95 ₾
„ეს წიგნი იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც ადამიანი მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე გადის და მხოლოდ პროფესიას კი არა, მთელ მის ცხოვრებას მოიცავს. ამიტომ, აქ არავინ არავის ჭკუას არ არიგებს, არც აქებს ან უბრაზდება. ინა არჩუაშვილი ერთმანეთზე ბასრ, ცინცხალ და დაუვიწყარ ამბებს ყვება, სადაც ყველა თავის თავს იპოვის, მერე რა, თუ ამ ამბავთან ახლოსაც არ ჩაუვლია.
მოყოლაც ცალკე ამბავია ამ კრებულში – ღონიერი სტილისტური პასაჟებით, მოულოდნელი აქცენტებით, ზოგჯერ დინჯი და მშვიდი, ზოგჯერ კი ექსპრესიული და ტკივილის საბედისწერო ზღვარზე შეყოვნებული რიტმით, ინა არჩუაშვილი სინამდვილეს ისეთ რეალობად აქცევს, როგორიც მხოლოდ ენის უკიდეგანო შესაძლებლობების ოსტატს, ღრმად მოაზროვნე და ზნეობრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალულ მწერალს ახასიათებს.
ამ წიგნს თანალმობის, განმკურნებელი სიყვარულის უნარიც შესწევს, აქ ხომ გასავლელი მანძილი – ცხოვრება – გულიდა იზომება.“(ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941482304
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2018 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
დავით ქაშიაშვილი – ვირთაგვა
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – ირინეს ზღაპრები
მარაგშია
გურამ ოდიშარია – სალამია
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – ჩუმად უნდა იჯდე
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ნისლებში და ნისლებს მიღმა
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – ჩემო ელ-შადაი , ჩემო ადონაი …
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
მარაგშია
