მთავარი » წიგნები » ლევან ბერძენიშვილი – სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე

ლევან ბერძენიშვილი – სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე

ავტორი: ლევან ბერძენიშვილი

„სკოლას“ ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს მიეძღვნება.

პირველ ტომში საუბარია საბაზე, დავით გურამიშვილზე, გრიგოლ ორბელიანის ერთ ლექსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილიასა და აკაკიზე, შედარებით ვრცლად – ვაჟაზე, ძალიან მოკლედ ალექსანდრე ყაზბეგსა და დავით კლდიაშვილზე და უფრო ვრცლად ჩვენს დიდ რომანისტებზე, მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიაზე. წიგნში მოკლედაა მიმოხილული ტერენტი გრანელისა და ცისფერყანწელების პოეზიაც. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესეების კრებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმძღვანელო. მას არ გააჩნია პროგრამის სრულად ათვისების პრეტენზია. ამ წიგნებს მარტივი მიზანი აქვს – უბრალოდ დაეხმაროს მოსწავლეს.

შევეცადე, მელაპარაკა არსებითად და თანაც სკოლის მოსწავლისთვის გასაგები ენით, თუმცა წიგნი არც სტუდენტებისთვის და არც სხვა ასაკის მკითხველისთვის უნდა იყოს მიუღებელი.

 

▼ Show more

კატეგორია: საყმაწვილო ლიტერატურა

ISBN: 9789941319457

სერია

ჟანრი

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი