ნატო დავითაშვილი – აიას გზა
ავტორი: ნატო დავითაშვილი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.9,00 ₾Current price is: 9,00 ₾.
„ყველაზე ფერადი თევზებიც კი მარტო წყალშია ლამაზი. არის ტექსტები, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად აღიქმება. ნატო დავითაშვილის წიგნებს არც ნათურა უხდება, არც ქალაქის ხმაური, ღამე, სანთლის შუქზე უნდა იკითხო, არსად უნდა გეჩქარებოდეს – წინ დიდი გზაა, საუკუნეებს, ათასწლეულებს უნდა გადაახტე და იმ ადამიანებამდე მიხვიდე, რომლებიც პირველყოფილ მისტიკასთან ერთად ცხოვრობდნენ.
„აიას გზა“ ასეთი წიგნია, უკან დაბრუნების წიგნი. ძალიან ძნელია აღწერო თაობა, რომელსაც არათუ შენ, არამედ შენამდე ათი საუკუნით ადრე დაბადებული ხალხიც კი არ მოსწრებია. რანაირები იყვნენ ისინი? რას ამბობდნენ? როგორ ამბობდნენ? ზუსტად ეს არასდროს გვეცოდინება, დაახლოებით კი მხოლოდ ფენტეზის მწერალმა შეიძლება წარმოიდგინოს.
„აიას გზა“ იმ ეპოქაზეა, როდესაც ადამიანების გარშემო სამყარო ჩვეულებრივ კანონებს აღარ ემორჩილება. მოწამლული მიწის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები სტიქიას და საკუთარ ბედისწერას ებრძვიან (რა თქმა უნდა, იმარჯვებენ! რომ არ გაემარჯვათ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით). ცეცხლოვანი ზღვა; მდინარე-მოჩვენება; ოჩოკოჩი, რომელიც ნისლებს მწყემსავს და მთიდან მთაზე მიერეკება; შებოჭილი ტყე, სადაც მონადირეებს რაღაც ძალა მშვილდის მოზიდვის საშუალებას არ აძლევს… ეს ყველაფერი დღეს არის ფენტეზი, თორემ პირველყოფილ ეპოქაში ადამიანებს არათუ სჯეროდათ მათ მიღმა არსებული სამყაროსი, არამედ მასთან ერთად თანაარსებობასაც ახერხებდნენ.
ეს წიგნი, მთელი ამ ძველი ამბებით, გულადი და კეთილი ადამიანებით ძალიან ჰგავს სულების გამოძახებას, როდესაც გინდა, რამე აკრძალულიც კი ჩაიდინო, ოღონდ ხელშესახებად იგრძნო, რომ სადღაც სხვა სამყაროც არის და იქ ის ადამიანები არიან, რომლებიც გიცნობენ.“ – თეა თოფურია
კატეგორია: სპეციალური შეთავაზება
ISBN: 9789941316760
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2023 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნუცა ღოღობერიძე – ვალსი პეჩორაზე
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – კაცი და მისი უცნაური პიანინო
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – ჩუმად უნდა იჯდე
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
ნუგზარ შატაიძე – ნოემბრის წვიმა და სხვა
მარაგშია
