ნინო ხარატიშვილი – ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
14,95 ₾
„ნინო ხარატიშვილის დრამატურგიული თხრობის მანერა ხარისხიან პროზასთან შეხების განცდას აჩენს უმალ, პირველი წინადადების წაკითხვისთანავე და ამავე დროს, ან იქნებ სწორედ ამ მიზეზის წყალობითაც, უაღრესად სცენიურია.
ომის, სიყვარულისა და მარტოობის თემატიკა ისეთ დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეებსა და ისტორიებს სთავაზობს მკითხველს, რომ შეუძლებელია ფიქრმა არ აგიყოლიოს, არ შეგძრას იმ კითხვებმა, რასაც დიდი ოსტატობით, ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების ღრმა ცოდნით გვაწვდის გერმანიაში მოღვაწე ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულე.
წიგნში გაერთიანებული ოთხი პიესა ერთ ესთეტიკურ სივრცეს ქმნის, ამბიდან ამბამდე გვამოგზაურებს ადამიანური ვნებებით დამუხტულ, იდუმალ სამყაროში და იქიდან გვესაუბრება მარადიულსა და მნიშვნელოვანზე, რადგან „დრამატურგიული ტექსტი“ კი არა (როგორც მიგვაჩვიეს ამ ტერმინს), ნამდვილი ლიტერატურაა, აკადემიურიცაა თავისი ბუნებით და ავანგარდულიც ამავდროულად, ჭეშმარიტადაა განცდილი, გულისგულშია გამოტარებული, აქვს უნარი თანაგანცდაში „შეითრიოს“ მკითხველი, გააჩნია თავისი ფერი, განწყობა, ატმოსფერო, ხელწერა.
ეს იმ ტიპისა და რანგის შემოქმედებაა, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან შესაძლოა სხვადასხვაგვარად ჩანდეს კიდეც, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად საინტერესოა ყველასთვის“. (ირაკლი სამსონაძე)
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით მხარდაჭერით.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941458705
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2015 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
გერმანული |
| მთარგმნელი |
არ არის მარაგში
მსგავსი პროდუქტები
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
