მთავარი » წიგნები » ოსამა ალ-ისა – ბეთლემის შეშლილები

ოსამა ალ-ისა – ბეთლემის შეშლილები

ავტორი: ოსამა ალ-ისა

თანამედროვე პალესტინელი მწერლისა და ჟურნალისტის, ოსამა ალ-ისას, რომანი “ბეთლემის შეშლილები” პირველად 2013 წელს გამოიცა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ, ისე დასავლურ ლიტერატურულ წრეებში. რომანმა 2015 წელს შეიხ ზეიდის წიგნის პრემია მოიპოვა – არაბულ ლიტერატურულ სამყაროში პრესტიჟული ჯილდო.

წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ შეკრებილ და გადმოცემულ, ადგილობრივთა მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალ, რამდე- ნიმესაუკუნოვან ნარატივებს – რელიგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს – “შეშლილთა” უცნაურ ისტორიებს ზოგჯერ ანეკ- დოტების, ზოგჯერ კი შიშისმომგვრელი, მისტიკური თქმუ- ლებების სახით; ეგზოტიკურ ამბებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების შესახებ – პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, მმართველები, ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალის- ტები თუ სულაც რიგითი პალესტინელები, რომლებთანაც ავტორს მეგობრობა, ნათესაობა ან მეზობლობა აკავშირებს…

რომანის მთავარი იდეა სიგიჟის, როგორც ცნობიერების ერთ- ერთი ფორმის, წინ წამოწევაა. აქ შეშლილები ხშირად ისეთ ადევს, მათი სიგიჟე ერთგვარი სიმართლის მეტაფორაა –საზოგადოების კრიტიკისთვის გამიზნული, ისევე როგორც ბეთლემი – დაკარგული მშვიდობის სიმბოლო.

მკითხველს წიგნი თვალნათლივ წარმოუდგენს პალესტინის და პალესტინელი ხალხის მიერ გადატანილ პოლიტიკურ ქარ- ტეხილებს ოსმალეთის იმპერიის დროიდან ოსლოს შეთან- ხმების შემდგომ, 2012 წლამდე – იმ დრომდე, როცა ავტორმა რომანის წერა დაასრულა.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941319136

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

არაბული

მთარგმნელი