მთავარი » წიგნები » სარა მესა – სიყვარული

სარა მესა – სიყვარული

ავტორი: სარა მესა

15,95 

სარა მესას ყველაზე ცნობილი რომანი „სიყვარული“ მრავალმხრივ საინტერესო ნაწარმოებია, მათ შორის სათაურითაც, რომელიც კონტრასტია იმისა, რასაც ეს სიტყვა გვპირდება – თითქოს თბილი, კლასიკური რომანტიკული ისტორიისათვის გვამზადებს, სინამდვილეში კი აღმოვაჩენთ მის არარსებობასა და აბსოლუტურ გაუფასურებას.

რომანის მთავარი გმირი, ნატი, საკუთარი სურვილით ქალაქიდან გადადის პატარა, თითქმის დაცარიელებულ სოფელში, სადაც ახალ ცხოვრებას იწყებს იმ იმედით, რომ საკუთარი წარსული დაივიწყოს და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

„გაქცევა“, რომლითაც სიმშვიდის პოვნას ცდილობდა გმირი, რეალურად იწვევს მის იზოლაციას, უცნაურ ურთიერთობებს ადგილობრივებთან და დაუძლეველ შინაგან დაძაბულობას.

სოფელი, რომელიც თავიდან არაფრით გამორჩეული, წყნარი და უბრალოებით მიმზიდველი ჩანს, თანდათანობით ავლენს თავის მძიმე, გაუგებარ და ზოგჯერ შემაშფოთებელ სახეს. მკითხველი ხვდება, რომ ამ გარემოში ბევრი რამ რიგზე არ არის, თუმცა ბოლომდე უჭირს გააზრება, რა აღძრავს ამ განცდას – ზედაპირული საუბრები, ურთიერთობები, დაუწერელი და გაუგებარი წესები, უხილავი „სოციალური კონტროლი“ თუ კიდევ სხვა რამ.

ამ რომანში გადმოცემული სიყვარულის ისტორია არ ჰგავს ტრადიციულ რომანტიკულ ურთიერთობას – ესაა რთული, არაკომფორტული, ასიმეტრიული, მტკივნეული ურთიერთობა, ზოგჯერ კი ძალაუფლების, დამოკიდებულებისა და დომინაციის გამოვლენის ფორმა. გაუგებარი რჩება, რას ეძებს ქალი – სითბოს, აღიარებას, სტაბილურობას თუ მარტოობიდან თავის დაღწევის გზას. სწორედ ამ არამკაფიო მდგომარეობაში იბადება სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც თავიდან თითქოს შვებას ჰგავს, მაგრამ ცოტა ხანი სჭირდება იმის გააზრებას, რომ აქაც ერთგვარ მსხვერპლად იქცევა.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941319488

ჟანრი

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ესპანური

მთარგმნელი

მარაგშია