სერგო წურწუმია – ცეცხლოვანი მამლის წელიწადი
ავტორი: სერგო წურწუმია
15,95 ₾
„რა ხდება სამყაროში მაშინ, როცა ცხოვრების რუკაზე საბედისწეროდ იცვლება ისრები – ზღვისპირა ქალაქში საომრად თურქეთიდან მუჰაჯირობის დროს გაქცეული აფხაზური ოჯახი ბრუნდება, მშობლიური ქალაქიდან კი მისი მკვიდრი შვილი, ქართველი მებრძოლი გარბის?!.. შესაძლებელია, ისრებმა კვლავ ერთმანეთისკენ იბრუნონ პირი?.. რა გამოცდა ელის ოდესღაც სამოთხედ წოდებულ მიწას, სადაც სამართალი დროებით საფარველს ამოეფარა?
„ცეცხლოვანი მამლის წელიწადი“ აფხაზეთის ომის ვრცელი და საგულისხო მხატვრული რეტროსპექტივაა. მასში ომის ანატომია სრულყოფილად თვალსაჩინოვდება – უსამართლობა და ქაოსი, სიშლეგე, ექსტრემალურ ვითარებაში გამომჟღავნებული ადამიანური ბუნების კონტრასტები – უკიდურესი სიკეთე და უკიდურესი ბოროტება; ამ შემზარავად შთამბეჭდავ პანოს დოკუმენტური ნარატივი ამყარებს – ტექსტში მკაფიოდ ირეკლება რეალურ გმირთა პორტრეტები.
თუმცა, რომანის უმთავრესი ღირსება არა მხოლოდ ომის ანატომიის აღწერა, არამედ მის შინაარსში გაცხადებული საიდუმლოა – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მისი შორი და ახლოხედვის ნიუანსები. თავად მწერლისთვის ეს საიდუმლო ყველაზე კარგადაა ნაცნობი, სწორედ ამ პირუთვნელი ცოდნით, მრავალპლანიანი პერსპექტივით, მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პატიოსნებით ქმნის მხატვრულ რეალობას, რომელშიც ქართველსაც და აფხაზსაც საკუთარი სათქმელის, ყოველგვარი წყენისა და ბრაზის მიღმა დაუნჯებული სიმართლის ამოკითხვა შეუძლია“, – ნინო სადღობელაშვილი.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941313073
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2021 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნუცა ღოღობერიძე – ვალსი პეჩორაზე
მარაგშია
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – კაცი და მისი უცნაური პიანინო
მარაგშია
გურამ ოდიშარია – სალამია
მარაგშია
ნინო ცირამუა – თეთრი ქალაქი
მარაგშია
ლევან ბოლქვაძე – ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
მარაგშია
თამარ გეგეშიძე – საშლელები
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
ირაკლი სამსონაძე – ლეას საათი
მარაგშია
ნუგზარ შატაიძე – ნოემბრის წვიმა და სხვა
მარაგშია
