ცოტნე ავსაჯანიშვილი – ერთი ტანკიც სავკასთვის
ავტორი: ცოტნე ავსაჯანიშვილი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.13,97 ₾Current price is: 13,97 ₾.
„ცოტნე ავსაჯანიშვილის ახალ პროზაულ კრებულს „ერთი ტანკიც სავკასთვის“ ახლავს მეტად უცნაური, ვიტყოდი, მშვიდი ტალღოვანი სევდა, სევდის ერთგვარი ვარიაციული ტონალობა, რაც აქ წარმოდგენილ მოთხრობებში ასახულ ტრაგიკომიკურ ამბებს განცდის სიფაქიზის რბილ, ნატიფ, შრიალა ფერებს ანიჭებს.
ამ კრებულის ავტორი ლირიკული წყობის მწერალია, რომელიც თვით ბოროტების კარიკატურად ქცეულ ავ პერსონაჟებსაც ერთგვარი ფხიზელი ირონიით აკვირდება. ფხიზელი ირონია ცოტნე ავსაჯანიშვილის სამწერლო სტრატეგიასთან ერთად მოვლენების აღქმის მისეული უნარია, ხედვის რაკურსი, აღქმის ლინზა, საიდანაც თვით უმძიმესი პოლიტიკური კატასტროფების პირობებშიც კი იგრძნობა პიროვნებისადმი გამძაფრებული თანალმობის სურვილი.
ამ მოთხრობების სამყარო პიეროს სევდიან მზერაში არეკლილი, გარდატეხილი სხივებისგან დაწნული ამბების ერთიანობაა, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 9 წლის სავკა ციგანკოვას, ექსცენტრული იანკტო პეპერეს, გენერალ ესვანჯიას, მერი მამისაშვილის, ნიკო ვარსიმაშვილის თუ ვაჩესა და კატოს ამბები დიდ, სამყაროს ხელა სევდასთან ერთად, იუმორისა და ირონიის საკმაზსაც მოიყოლებს.
ცოტნე ავსაჯანიშვილის ახალ კრებულში, როგორც ხსოვნის ნიჟარაში, ოსტატურად დაწერილი ამბები და ამ ამბების დაუვიწყარი შეგრძნებები ბუდობენ.“ – გუგა მგელაძე
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941317279
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ნუცა ღოღობერიძე – ვალსი პეჩორაზე
მარაგშია
მირიან რჩეულიშვილი – სხვების თბილისი
მარაგშია
ცოტნე ჩიქოვანი – აჰორნალეეს 3
მარაგშია
შოთა იათაშვილი – ბედნიერება
მარაგშია
გაბრიელ ტანიე – მცურავი სამყაროს სევდა
მარაგშია
ელიზბარ ელიზბარაშვილი – ქიმია ყველასათვის
მარაგშია
ნიკოლოზ ლოლაძე – აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამი
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ამბავი ლილე იროელისა
მარაგშია
გურამ პეტრიაშვილი – ირინეს ზღაპრები
მარაგშია
ნინო სადღობელაშვილი – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ნისლებში და ნისლებს მიღმა
მარაგშია
ზაზა ბიბილაშვილი – Delirium
მარაგშია
ნატო დავითაშვილი – ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული
მარაგშია
ტორესა მოსი – ორდროშობანა
მარაგშია
