სადეყ ჰედაიათი – ბრმა ბუ
ავტორი: სადეყ ჰედაიათი
14,95 ₾
სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუ“ თანამედროვე სპარსული პროზის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. „ბრმა ბუს“ დაწერის დროს ავტორი შაჰის ირანში უკვე აკრძალულ მწერლად იყო გამოცხადებული და რომანის დაბეჭდვა მხოლოდ სამშობლოს გარეთ, ინდოეთში, მოახერხა (1937 წ.). წიგნმა ირანში კონტრაბანდული გზით შეაღწია, სადაც ოფიციალურად მისი გამოცემა რეზა-შაჰ ფაჰლავის გადადგომის შემდეგ (1942 წ.) გახდა შესაძლებელი.
ისლამური რევოლუციის შემდეგ რომანის გამოცემის საკითხი კიდევ უფრო გართულდა: წიგნი თუმცა იბეჭდება, მაგრამ – კუპიურებით. ტექსტიდან ამოღებულია ის ფრაზები და პასაჟები, რომლებსაც ცენზურა ისლამური მორალისთვის მიუღებლად მიიჩნევს…
„ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი თანამედროვე მოდერნისტული რომანია. მასში გამოყენებულია ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო ხერხი, რაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას შეუქმნია.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941482557
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2019 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
სპარსული |
| მთარგმნელი |
არ არის მარაგში
მსგავსი პროდუქტები
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
ივლინ ვო – ბრაიდსჰედში დაბრუნება
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
