არტურ კოესტლერი – მზის დაბნელება
ავტორი: არტურ კოესტლერი
19,95 ₾
ძნელად თუ მოიძებნება მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში მწერალი, რომელსაც არტურ კოესტლერივით ხიფათებით აღსავსე ცხოვრებით ეცხოვროს. სრულიად ახალგაზრდა პალესტინაში წავიდა სიონისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად; 1931 წელს, ბერლინში ცხოვრებისას გახდა კომუნისტური პარტიის წევრი და წლების განმავლობაში იზიარებდა კომუნიზმის ილუზიებს; როგორც რეპორტიორი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ფრანკისტებს, რომელთაც სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ წლებში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული იყო საფრანგეთსა და ინგლისში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჰოლოკოსტის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიოდა. ყველა განსაცდელს უვნებლად გადაურჩა და 1983 წელს მეუღლესთან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ – იმას, თუ როგორ სჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ. ეს არის ფსიქოგრამა ტოტალიტარიზმისა, რომელიც ადამიანს აიძულებს მის მიერ ჩაუდენელი, გამოგონილი ბრალდებები აღიაროს და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწეროს ხელი.
ისევე როგორც ავტორს, იმ ეპოქის პოლიტიკური კატასტროფების შედეგად, „მზის დაბნელებასაც“, რომელიც ავტორმა 1940 წელს დაწერა, საოცარი ბედი ხვდა წილად. კოესტლერი ნაცისტებისაგან გაქცევისას იძულებული გახდა მთელი თავისი არქივი და მათ შორის ამ რომანის ხელნაწერიც პარიზში დაეტოვებინა, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის ჟანდარმერიამ მოახდინა, რის მერეც ეს ხელნაწერი უკვალოდ გაქრა. გადარჩა მხოლოდ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი, საიდანაც ითარგმნა და გავრცელდა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ავტორისეული უკუთარგმნით გერმანულ ენაზეც. წიგნმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ბევრ ქვეყანაში ბესტსელერადაც იქცა. რომანის უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ავტორისეული ვარიანტი მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინეს ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქართული თარგმანი სწორედ ამ თავდაპირველი, ორიგინალური ტექსტიდან არის შესრულებული.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941312731
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2021 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
გერმანული |
| მთარგმნელი |
არ არის მარაგში
მსგავსი პროდუქტები
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
შირინ ებადი – ოქროს გალია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი
მარაგშია
