შირინ ებადი – ოქროს გალია
ავტორი: შირინ ებადი
17,00 ₾ Original price was: 17,00 ₾.8,50 ₾Current price is: 8,50 ₾.
შირინ ებადის „ოქროს გალია“ 2011 წელს გამოიცა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. რომანი გვიყვება ოჯახზე, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.
შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.
შირინ ებადიმ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელმა, მთელი სიცოცხლე ირანში ქალებისა და უმცირესობათა დაცვას მიუძღვნა. იგი გახდა პირველი ირანელი ქალი, რომელიც ნობელის პრემიით (2003 წ.) დაჯილდოვდა. თუმცა მოგვიანებით (2009 წ.) ირანის
მთავრობამ მას ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი ჩამოართვა. ებადის მედალი და დიპლომი სხვა პირად ნივთებთან ერთად საბანკო შემნახველი ყუთიდან ამოიღეს. მოგვიანებით ებადის ქმარი ცოლის ღალატისთვის დააპატიმრეს და ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ კი შირინ ებადის, დასავლეთის აგენტად გამოცხადების სანაცვლოდ, თავისუფლება შესთავაზეს. ებადი ქმარს დაშორდა და ემიგრაციაში წავიდა, მოგვიანებით კი თქვა: „ის, რომ სამშობლოსგან შორს ვარ, არ ნიშნავს, რომ ციხეში წასვლის მეშინია. თუკი ირანის ციხეში ვიჯდები, უსარგებლო ვიქნები ჩემი ხალხისთვის… აქ კი შემიძლია, რომ ჩემი ხალხის ხმა ვიყო და მთელ მსოფლიოს მოვუყვე, რა ხდება ჩემს ქვეყანაში“.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941315800
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2023 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
არტურ კოესტლერი – მზის დაბნელება
არ არის მარაგში
