arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ინ • ტელე • ქტი
ტორესა მოსი – იყო
ტორესა მოსი – იყო
იყო ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატის, მუსიკოსის, სცენარისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ტორესა მოსის მესამე რომანია.
 
წიგნის შესახებ ტორესა გვიყვება:
 
იყო ჩემი ახალი რომანია, რომელზეც სამ წელს ვიმუშავე. როგორც ხდება ხოლმე, ტექსტმა ბევრი მიმართულებით გადაუხვია და  გამოვიდა იმაზე მეტი,  როგორც მოცულობით, ისე თემათიკით, ვიდრე ვფიქრობდი. 
რომანში შეხვდებით რამდენიმე მიმართულებას. შეგხვდებათ: დეტექტივი, დრამა და ძალიან ბევრი უცნაური დეტალი. აქ შეხვდებით ერთ ძველ წიგნს:  
 
„წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის“, რომელიც თან ერთვის ამ რომანს და რომელსაც პოულობს მთავარი გმირი და ამ წიგნის გარშემო ვითარდება ძალიან ბევრი რამე. 
 
გარე სამყაროს დანახვა ისეთი, როგორიც არის, როდესაც ჩვენ პირველად ვხედავთ სიმართლეს და ეს სიმართლე არის ძალიან მტკივნეული – სწორედ ეს არის ის თემა, რომელიც იყოს წინა რომანთან აერთიანებს. 
 
წიგნის მთავარი პერსონაჟი გატაცებულია ძველმანებით და ზოგადად, ისტორიით. ძალიან ბევრი გადაკვეთა ხდება ისტორიასთან, ძველ ნივთბთან, ძველ ამბებთან.
 
ეს წიგნი, საბოლოო ჯამში, სიურპრიზებით სავსეა. სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა ჩემთვისაც წერის პროცესი, ვინაიდან გასცდა იმ თემებს, რომლებსაც თავიდან ვფიქრობდი. სიუჟეტურადაც განვითარდა ისე, რომ შესაძლოა, ბოლო გვერდებში აღმოაჩინოთ სულ სხვა დასასრულები, ვიდრე კითხვის პროცესში იფიქროთ“.
 
წიგნის რედაქტორები – ნატო გორდელაძე, ნინო დეკანოიძე, დამკაბადონებელი –  ლიკა სხირტლაძე, ილუსტრაციების ავტორი –  თეონა ჭანიშვილი, გარეკანის დიზაინერები – სოფო გოგიშვილი, ქეთი კაპანაძე.